Wednesday, November 26, 2014

მესამე დღე

დღეს მესამე დღეა,უკვე ბევრი რამ ვისწავლეთ, დღეს ვისწავლეთ ნებისმიერი დოკუმენტის სურათად გადაქცევა. ასევე შევადგინეთ ტესტები,სახალისოა და მომეწონა.კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.

Wednesday, November 19, 2014

დღე მეორე

დღეს მეორე დღეა,ბევრი რამ გავიხსენეთ, ბევრიც ვისწავლეთ,ვიხალისეთ.
მუშაობა სახალისოა, მაგრამ დავალებების კეთება მეზარება.

დღე პირველი

დავიწყეთ მესამე დონის ტრენინგი.დასაწყისისთვის არ არის რთული.

Saturday, November 6, 2010

ჩემი ოჯახი–My Family


პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ მარტივი დიალოგის სახით ოჯახის დახასიათება.
გამოიყენონ „ქონა – ყოლა“ ზმნა. მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, შეიძენენ გრამატიკულ ცოდნას,ისწავლიან და გაიგებენ როგორ გამოიყენონ ზმნა „to have პირისა და რიცხვის მიხედვით.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას მოამზადონ და მარტივი სიტყვებით დაახასიათონ თავიანთი ოჯახი. გაესაუბრონ მეგობრებს და გაიცნონ მეგობრების ოჯახები. მოსწავლეები ამახვილებენ ყურადღებას ზმნა „to have-ზე , სწავლობენ მის უღლებას პირისა და რიცხვის მიხედვით. მოსწავლეები ათვალიერებენ ისტ–ის საშუალებით მოძიებულ ანიმაციურ სურათებს და მსჯელობენ მათზე.
მოსწავლეთა ასაკი: 7–8 წელი.
პროექტის ხანგძლივობა: 1 კვირა
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ისწავლიან ერთმანეთის, გაცნობას მათი მეგობრების ოჯახის წევრების შეასხებ მიიღებენ ინფორმაციას. ასევე გაიუმჯობესებენ მოსმენის უნარს , გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, და შეიძენენ ცოდნას.
სასარგებლო სხვებისთვის: მოხდება მოძიებული ინფორმაციის თანატოლებისთვის გაზიარება.
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.
სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები განივითარებენ მოსმენის, აზრის ჩამოყალიბების უნარს.
დ.III.1. მოსწავლე ისმენს და იგებს მასწავლებლის მითითებებსა და სავარჯიშოს ინსტრუქციებს.
დ.III.2. მოსწავლე ისმენს და იგებს მცირე ზომის დიალოგებს.
ქართულ ენასთან კავშირი.
პროექტის ფასილიტატორი: ლელა არაბული.
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: arabuli.lela2010@gmail.com