Saturday, November 6, 2010

ჩემი ოჯახი–My Family


პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ მარტივი დიალოგის სახით ოჯახის დახასიათება.
გამოიყენონ „ქონა – ყოლა“ ზმნა. მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, შეიძენენ გრამატიკულ ცოდნას,ისწავლიან და გაიგებენ როგორ გამოიყენონ ზმნა „to have პირისა და რიცხვის მიხედვით.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას მოამზადონ და მარტივი სიტყვებით დაახასიათონ თავიანთი ოჯახი. გაესაუბრონ მეგობრებს და გაიცნონ მეგობრების ოჯახები. მოსწავლეები ამახვილებენ ყურადღებას ზმნა „to have-ზე , სწავლობენ მის უღლებას პირისა და რიცხვის მიხედვით. მოსწავლეები ათვალიერებენ ისტ–ის საშუალებით მოძიებულ ანიმაციურ სურათებს და მსჯელობენ მათზე.
მოსწავლეთა ასაკი: 7–8 წელი.
პროექტის ხანგძლივობა: 1 კვირა
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ისწავლიან ერთმანეთის, გაცნობას მათი მეგობრების ოჯახის წევრების შეასხებ მიიღებენ ინფორმაციას. ასევე გაიუმჯობესებენ მოსმენის უნარს , გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, და შეიძენენ ცოდნას.
სასარგებლო სხვებისთვის: მოხდება მოძიებული ინფორმაციის თანატოლებისთვის გაზიარება.
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.
სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები განივითარებენ მოსმენის, აზრის ჩამოყალიბების უნარს.
დ.III.1. მოსწავლე ისმენს და იგებს მასწავლებლის მითითებებსა და სავარჯიშოს ინსტრუქციებს.
დ.III.2. მოსწავლე ისმენს და იგებს მცირე ზომის დიალოგებს.
ქართულ ენასთან კავშირი.
პროექტის ფასილიტატორი: ლელა არაბული.
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: arabuli.lela2010@gmail.com

2 comments: